Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გრანადის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


გრანადის უნივერსიტეტი (University of Granada – UGR) (გრანადა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

გრანადის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გრანადის უნივერსიტეტში. აკადემიური თანამშრომლის მობილობის განსახორციელებლად აუცილებელია, წარმოდგენილი იქნას წინასწარი მიღების წერილი (Pre-Acceptance Letter) გრანადის უნივერსიტეტში მასპინძელი კოლეგისგან, თავისი აკადემიური საქმიანობის შესაბამისი დეპარტამენტიდან. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და შესაბამისი პროცედურები მოცემულია ვებგვერდზე.

მიმართულება: აკადემიური მიმართულებების იხილეთ აქ.


Related

მოგვწერეთ