Erasmus+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
უნივერსიტეტი Junia ISA Lille (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა:
02.02.2024 – აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში,
05.02.2024 – აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული)
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 5 თებერვალს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 თებერვლამდე.
ISA Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან Junia ISA Lille უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება 2024 წლის 15-19 აპრილს Junia ISA Lille უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში.
მიმართულებები აკადემიური თანამშრომლებისთვის: აგრარული მიმართულებები – კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, აგრობიზნესი.
მიზნობრივი ჯგუფი: აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომელი.
Related