Erasmus+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)


Junia ISA Lille უნივერსიტეტი (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.02.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 5 თებერვლამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 თებერვლამდე.

ISA Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან Junia ISA Lille უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 10-14 მარტს Junia ISA Lille უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.

მიმართულება: აგრარული მიმართულებები – კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, აგრობიზნესი.

მიზნობრივი ჯგუფი: აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აკადემიური თანამშრომელი.


Related

მოგვწერეთ