Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კასტამონუს უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
კასტამონუს უნივერსიტეტი (Kastamonu University – KU) (კასტამონუ, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
აპლიკანტთა შერჩევა-ნომინირების პროცედურას სრულად წარმართავს პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტი.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე.
კასტამონუს უნივერსიტეტის სააპლიკაციო სისტემაში ონლაინრეგისტრაციისა და სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 18.10.24 – 01.11.24.
დეტალური ინფორმაცია კასტამონუს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ცნობარი და წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ ვებგვერდზე.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა კასტამონუს უნივერსიტეტში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული აკადემიური მიმართულებები: აუდიო-ვიზუალური ტექნიკა და მედიასაშუალებები; ისტორია და არქეოლოგია; პოლიტიკური მეცნიერებები და საჯარო მმართველობა; საერთაშორისო ურთიერთობები; ფსიქოლოგია; ჟურნალისტიკა; საზოგადოებასთან ურთიერთობა; მარკეტინგი; კომპიუტერული ინჟინერია; ელექტრონიკა და ავტომატიკა; მექანიკა და მანქანათმშენებლობა; კვების ტექნოლოგია; მასალათმცოდნეობა; სამშენებლო.
კონტაქტისთვის:
ელ.ფოსტა: erasmus@kastamonu.edu.tr
Related