Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრაგუევაცის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)


კრაგუევაცის უნივერსიტეტი (University of Kragujevac) (კრაგუევაცი, სერბეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

კრაგუევაცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების კატალოგი იხილეთ აქ.

სააპლიკაციო საბუთებში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შევსებული და აპლიკანტისა და დეკანის ხელმოწერით დადასტურებული წინასწარი სასწავლო ხელშეკრულება, კრაგუევაცის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსების კატალოგის მიხედვით.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრაგუევაცის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა 4 თვით.

მიმართულება: ინჟინერია; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ბიოსამედიცინო ინჟინერია; ბიზნესის ადმინისტრირება; აგროკულტურა.


Related

მოგვწერეთ