Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


ლაკვილის უნივერსიტეტი (University of L’Aquila – UNIVAQ) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 26 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 28 ნოემბრამდე.

ლაკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლაკვილის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, სამშენებლო და არქიტექტურა.


Related

მოგვწერეთ