Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)


ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

02.02.2024 – აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში,

05.02.2024 – აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული)

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 5 თებერვალს.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 თებერვლამდე.

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ნომინირებული კანდიდატის მიერ მიმღები უნივერსიტეტისთვის წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება 2024 წლის 20-24 მაისს ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში, რომლის თემატიკას სპორტი წარმოადგენს.

მიზნობრივი ჯგუფი: ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სპორტული შეჯიბრებების, სხვადასხვა სპორტული ღონისძიების, მათ შორის, ვორქშოპების, სასწავლო კლასების ორგანიზებას/მათში მონაწილეობას.


Related

მოგვწერეთ