Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)


ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Ostrava – VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 აპრილამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 5 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება მიმდინარე წლის 23 – 27 სექტემბერს.

მიმართულებები: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.


Related

მოგვწერეთ