Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II და 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მესამედ)


ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Ostrava – VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, განმეორებით აცხადებს კონკურსს (კონკურსი ცხადდება მესამედ) 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.04.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 23 და 24 აპრილს.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 28 აპრილამდე.

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით (სტაჟირება კრედიტების გარეშე, 1-3 თვის ხანგრძლივობით).

მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.


Related

მოგვწერეთ