Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)


ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Ostrava – VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.03.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 20 მარტს.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 25 მარტამდე.

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა სწავლისა ან სტაჟირების მიზნით (სტაჟირება კრედიტების გარეშე, 1-3 თვის ხანგრძლივობით).

მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.


Related

მოგვწერეთ