Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პალერმოს უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


პალერმოს უნივერსიტეტი (Universita’ degli Studi di Palermo – UniPa) (პალერმო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია პალერმოს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით  იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუცური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 4 სტუდენტის მობილობა (2 სტუდენტი სასწავლო მიზნით და 2 სტუდენტი სტაჟირების მიზნით, 5-5 თვით),  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პალერმოს უნივერსიტეტში.

სტაჟირების მსურველმა სტუდენტებმა წინასწარ უნდა მოიძიონ ხელმძღვანელი პალერმოს უნივერსიტეტში და წარმოადგინონ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან.

მიმართულება: სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, აგროკულტურა და მასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინარული მიმართულებები.


Related

მოგვწერეთ