Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ფოჯის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ფოჯის უნივერსიტეტი (University of Foggia – UNIFG) (ფოჯა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

ფოჯის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფოჯის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, ჰუმანიტარული, სოციალური და აგრარული მეცნიერებები.


Related

მოგვწერეთ