ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)


რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 სთ.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2025 წლის 19-23 მაისს დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში. ღონისძიების პროგრამა განკუთვნილია ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.

მიზნობრივი ჯგუფი: ბიბლიოთეკის თანამშრომლები.


Related

მოგვწერეთ