Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


რომის საპიენცის უნივერსიტეტი (Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 3 აპრილამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 5 აპრილამდე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან, ნომინაციის შემდეგ კი რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

რომის საპიენცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფრომაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან რომის საპიენცის უნივერსიტეტში.

მიმართულება: საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობები.


Related

მოგვწერეთ