Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
რომის საპიენცის უნივერსიტეტი (Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 17.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 19.09.25.
ნომინირებულმა სტუდენტებმა რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
რომის საპიენცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები და გზამკვლევი სტუდენტებისთვის იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა რომის საპიენცის უნივერსიტეტში.
მიმართულებები: საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობები.
Related