Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II და 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრები (თანამშრომლებისთვის)
რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Romanian-American University – RAU) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.
რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, აკადემიური საქმიანობის მიზნით მობილობის შესახებ, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, აკადემიური მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმდინარე აკადემიური წლის 30 ივნის-5 ივლისს დაგეგმილ თანამშრომელთა კვირეულის ფარგლებში ან მომავალი აკადემიური წლის ოქტომბრის ბოლო-ნოემბრის განმავლობაში.
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
Related