Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Università Politecnica di Timișoara – UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.
დამატებითი ინფორმაცია ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუცური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა სწავლის/სტაჟირების მიზნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, 93 დღით და 1 სტუდენტის მობილობა სწავლის/სტაჟირების მიზნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, 75 დღით
სტაჟირების მსურველმა კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან.
მიმართულება: ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები – გეოდეზია, მექანიკა და მეტალურგია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მშენებლობა, ბიზნესი და ადმინისტრირება.
Related