Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Università Politecnica di Timișoara – UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.12.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 12 დეკემბრამდე.
დამატებითი ინფორმაცია ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.
მიმართულება: ქიმია, გეოდეზია, მექანიკა, მასალათმცოდნეობა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მშენებლობა, ბიზნესის ადმინისტრირება.
Related