Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის ცხადდება მესამედ)


ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse – Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, განმეორებით (კონკურსი ცხადდება მესამედ) აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.04.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 10 აპრილს.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 16 აპრილამდე.

ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2025 წლის 2-6 ივნისს ეკოლოგიური და სოციალური ცვლილებების თემაზე დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში (მდგრადობა და სოციალური პასუხისმგებლობა).

მიმართულება: ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომლის საქმიანობა გარკვეულწილად უკავშირდება უნივერსიტეტში მდგრადობასა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ აქტივობას.


Related

მოგვწერეთ