Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse – Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის სამ საინჟინრო სკოლაში განახორციელონ Erasmus+ მობილობა: Toulouse INP-ENSEEIHT (ზოგადი მიმართულებები: ენერგეტიკა, გარემოსდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიები); Toulouse INP-ENSIACET (A7) (ზოგადი მიმართულებები: ქიმია, გარემოს დაცვა, მასალათმცოდნეობა, საწარმოო ტექნიკა) და INP-AgroToulouse (ზოგადი მიმართულებები: აგრონომია, სურსათი, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი და ენოლოგია).

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 1-2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის ზემოხსენებულ თითოეულ საინჟინრო სკოლაში (სულ 3-6 სტუდენტი).

ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული საინჟინრო პროგრამები იხილეთ აქ.


Related

მოგვწერეთ