Erasmus+ გაცვლითი პროგრამა უშაკის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (VI საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
უშაკის უნივერსიტეტი (Uşak University– UU) (უშაკი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 15 აპრილამდე.
უშაკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან უშაკის უნივერსიტეტში 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის მითითებით, შერჩეულმა თანამშრომლებმა მონაწილოება უნდა მიიღონ VI საერთაშორისო კვირეულში თანამშრომლებისთვის, რომელიც 2025 წლის 12-16 მაისს ჩატარდება უშაკის უნივერსიტეტში.
მიმართულება: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები და საბანკო საქმე, არქიტექტურა და სამშენებლო, ინჟინერია, ტურიზმი.
Related