ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში – XI საერთაშორისო ტრეინინგ-კვირეული თანამშრომლებისთვის
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 5-9 მაისს, ორგანიზებას უკეთებს XI საერთაშორისო ტრეინინგ-კვირეულს თანამშრომლებისთვის – XI Erasmus+ International Staff Training Week.
საერთაშორისო კვირეულში პროექტის პარტნიორი თითოეული ინსტიტუციიდან წარმოდგენილი იქნება 1 ადმინისტრაციული პერსონალი, ძირითადად, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისებიდან, რომლის საქმინაობა უკავშირდება უნივერსიტეტში მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესებს.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილობას მიიღებს 40-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან. შესაბამისად, მასპინძელი უნივერსიტეტი კვირეულის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ და განავითარონ ახალი საქმიანი კონტაქტები ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციებს შორის და ამგვარად, ხელი შეუწყონ თავიანთ ინსტიტუციებში ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას. კვირეულის პროგრამა ითვალისწინებს სოციალურ-კუტურულ აქტივობებსაც (გადასახადი -125 ევრო). მონაწილეობის უფლება არ აქვს აპლიკანტს, რომელსაც მანამდე მონაწილეობა მიუღია ვალიადოლიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში.
ვალიადოლიდის უნივერსიტეტში Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისების წარმომადგენელი აპლიკანტებისთვის აუცილებელია კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი საბუთების სათანადო ფორმით წარდგენა, ხოლო კანდიდატურის სააპლიკაციო განაცხადის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება უნივერსიტეტში მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესებში აპლიკანტის ჩართულობისა და შესაბამისი ატივობების გამოცდილებას.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 დეკემბერი, ხოლო გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 12 დეკემბრამდე. საბოლოოდ შერჩევას განახორციელებს პროექტის კოორდინატორი ვალიადოლიდის უნივერსიტეტი.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
Related