Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო სასწავლო კვირეული თანამშრომლეებისთვის)


ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University – VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.04.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 14 აპრილს.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 16 აპრილამდე.

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს მიმღებუ უნივერსიტეტის მიერ 2025 წლის 5-9 მაისს დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო სასწავლო კვირეულში 2025.

მიზნობრივი ჯგუფი: სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური თანამშრომელი. 08/04/2025


Related

მოგვწერეთ