Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეული სტუ-ში – 6-10.11.2023


სტუ-ში Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6-10 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლებისა და ტრეინინგის მიზნით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩეხეთიდან (ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი – VSB –Technical University of Ostrava) და თურქეთიდან (სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი – Sivas Cumhuriyet University): პროექტის კოორდინატორი, ქალბატონი ვერონიკა მეკა (Veronika Meca); პროფ. მარეკ სმეტანა (Marek Smetana); პროფ. ირჟი პოკორნი (Jiří Pokorný) და ასოც.პროფ. ბურაკ ტუზუნი( Burak TÜZÜN).

კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა Erasmus+ მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში სტუ-ს ფაკულტეტებზე (სამშენებლო; ქიმიური ტექნოლოგიები და მეტალურგია; სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი) ჩაატარეს ლექციები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს თავიანთი უნივერსიტეტები. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები ქართველ კოლეგებთან საგანმანათლებლო და კვლევითი თანამაშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, Erasmus+ საერთაშორისო დღეების აღსანიშნავად ორგანიზებული აქტივობების ფარგლებში უცხოელმა კოლეგებმა, ასევე, დაათვალიერეს სამშენებლო ფაკულტეტის პოპულარული ლაბორატორიები. ჩეხ და თურქ კოლეგებს შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს, ტექნიკურ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო – სამეცნიერო საქმიანობასა და მიღწევებს, ასევე, დაეთვალიერებინათ თბილისის, მცხეთისა და გორის ღირსშესანიშნაობები და გაცნობოდნენ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს.

ფაკულტეტებიდან მოწოდებული ინფორმაცია:

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი – „Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში 2023 წლის 6-10 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია პროფესორი ბურაკ ტუზუნი (სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი, თურქეთი). იგი ესტუმრა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს და შეხვდა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს. ბატონმა ბურაკმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა საკუთარი უნივერსიტეტი, თავისი კვლევითი მიმართულება და ასევე, ფარმაციისა და ქიმიის პროგრამის სტუდენტებისათვის  წაიკითხა  სალექციო კურსი წამალთა ტექნოლოგიაში.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა უცხოელ კოლეგასთან ერთად სამეცნიერო კვლევების ჩატარება და ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ უცხოურ ჟურნალებში, სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებში  უფრო აქტიურად ჩართვა“, – აცხადებს  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე“.

სამშენებლო ფაკულტეტი – „Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში 2023 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ ოსტროვას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ვერონიკა მესა, ჟირი პოკორნი და მარეკ სმეტანა. შეხვედრა ჩატარდა სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში. სტუმრები შეხვდნენ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებსა და  პროფესორ-მასწავლებლებს. ვერონიკა მესამ   წარმოადგინეს პრეზენტაცია, მსოფლიოში რეკომენდირებულ უსაფრთხოების საკითხებზე მშენებლობაში. მოხდა გამოცდილების და ხედვების გაცვლა-გაზიარება. უცხოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო,  საექსპერტო  საგამოცდო და საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ლაბორატორიები და სასწავლო ბაზები.

ოსტროვას ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები. დაიგეგმა სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებში და მობილობაში  უფრო მეტად ჩართვა“.

სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი – “Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში 2023 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტიდან ( ოსტრავა,ჩეხეთი) ინჟინერიის ფაკულტეტის   პროფესორები და ამავე ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ჯირი პოკორნი,პროფესორ-ასისტენტი მარეკ სმეტანა და ქალბატონი ვერონიკა მეკა ესტუმრნენ .უცხოელი პროფესორები ესტუმრნენ სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს და შეხვდნენ ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროს პროფესორ ნინო რატიანს. შეხვედრას მედიატორობას უწევდა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში ნინა მაისურაძე. სტუმრების მიერ წარმოდგენილი იყო ოთხი პრეზენტაცია. 1.კრიზისების მართვა 2.სახანძრო უსაფრთხოება.3. სამოქალაქო თავდაცვა 4. ვირტუალური რეალობა და მოდელირება უსაფრთხოებაში. სამთო-გეოლოგიური  ფაკულტეტიდან მოხსენება გააკეთა  პროფესორმა ომარ ლანჩავამ თემაზე   -‘’გვირაბის ხანძრის დროს ჩახშობის ეფექტის შესწავლა’’

და საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ანზორ აბშილავა, პროფესორ-მასწავლებლები, ამავე ფაკულტეტის სტუდენტები და ასევე საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების თანამშრომლები ქალბატონი მარიკა ზვიადაძე და პროფესორი ნინა ჟიჟილაშვილი.

შეხვედრამ ჩაიარა წარმატებულად, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შემადგენლობა სტუმრებმა მიიწვიეს ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სტუმრებს მადლობა გადაუხადა დეკანის მოადგილემ ნინა მაისურაძემ და დაათვალიერებინა ფაკულტეტის მუზეუმები. შახტა-ლაბორატორიის სანახავად კი მეგზურობა გაუწია სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა ალექსანდრე ბეჟანიშვილმა“.

For English version click Here


Related

მოგვწერეთ