განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის


განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ერაზმუს+ ჯგუფი Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიმდინარე წელს საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის 23 სექტემბრიდან დაიწყებს.

პირველი კონსულტაცია სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის – სამშაბათს, 24 სექტემბერს, 14:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219


Related

მოგვწერეთ