ჰანოვერის ლაიბნიცის სახელობის უნივერსიტეტი – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმბოლდტი ხვდება ლაიბნიცს“


ქართველ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ჰანოვერში (გერმანია) დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. ჰანოვერის ლაიბნიცის სახელობის უნივერსიტეტში (Leibniz University Hannover – LUH) დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია „ჰუმბოლდტი ხვდება ლაიბნიცს“ ეძღვნება ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და იმპლანტაციის საკითხებს.

ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 22-24 სექტემბერს ჰერენჰაუზენის სასახლეში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (დოქტორის დიპლომის მიღებიდან არ უნდა იყოს გასული ექვს წელზე მეტი) შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებიდან:

  • ბიოსამედიცინო კვლევა
  • მასალების მეცნიერება და მეტამასალები
  • მასალის სიმულაცია
  • მიკროელექტრონიკა და სენსორული ტექნოლოგია
  • ქსოვილის ინჟინერია
  • (სტომატოლოგიური) პროთეზირება
  • სამედიცინო და ბიოინფორმატიკა და მანქანათმცოდნეობა

სააპლიკაციო განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 11 თებერვალი. საჭიროა, აიტვირთოს გარკვეული პერსონალური ინფორმაცია, მოკლე მოტივაცია და თქვენი შეთავაზების დეტალები, მათ შორის აბსტრაქტი (pdf-ფაილი).

შერჩეულ მონაწილეებს გერმანული მხარე დაუფარავს კონფერენციასთან დაკავშირებული ხარჯს.

საერთაშორისო კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.


Related

მოგვწერეთ