იაპონიის მთავრობის სტიპენდიები – “MEXT საქართველოს სტუდენტებისთვის 2025”
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო (MEXT), 2026 წლის იაპონიის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი უცხოელი, მათ შორის, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.
აპლიკაციის ინსტრუქციები და დოკუმენტები:
2. ტექნოლოგიის კოლეჯის (KOSEN) პროგრამა
3. სპეციალიზებული სასწავლო კოლეჯის პროგრამა
განაცხადების წარდგენა
ყველა აპლიკანტმა უნდა წარადგინოს სავალდებულო სააპლიკაციო დოკუმენტები ორ ფორმატში — ფიზიკურ და ციფრულ ვერსიაში — იაპონიის საელჩოში, არაუგვიანეს 2025 წლის 6 ივნისისა (პარასკევი).
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელია აღნიშნულ ვადაში, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ საელჩოს.
დოკუმენტების მიღება
ფიზიკური ვერსია – არასრული განაცხადის შემთხვევაში, განაცხადი შეიძლება არ იქნას მიღებული.
ვადა: 2025 წლის 6 ივნისი (პარასკევი), 17:00 საათი (საქართველოს დროით) (უნდა ჩაბარდეს ამ ვადამდე).
ციფრული ვერსია – აპლიკაციის ციფრული ვერსია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტაზე: MEXT2025@tb.mofa.go.jp
ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს.
ელ.ფოსტის სათაური უნდა იყოს: “Application: MEXT for Georgian Students 2025”
ვადა: 2025 წლის 6 ივნისი (პარასკევი), 17:00 საათი (საქართველოს დროით) (უნდა იყოს გაგზავნილი ამ ვადამდე).
სამედიცინო ცნობა (ყველა პროგრამისთვის საერთო ფორმა)
შერჩევის ეტაპები:
1. წერითი გამოცდა: ივნისის ბოლო
2. გასაუბრება: ივლისის დასაწყისიწარმატებულ აპლიკანტებს საელჩო ინდივიდუალურად შეატყობინებს გამოცდისა და გასაუბრების თარიღსა და ადგილს. გამოცდის საგნებზე დეტალური ინფორმაცია მითითებულია აპლიკაციის ინსტრუქციაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
იაპონიის საელჩო საქართველოში
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის განყოფილება
ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, თბილისი, 0162 (მე-9 სართული)
ტელეფონი: +995-32-275-2111 (სამუშაო დღეებში 09:00-13:00, 14:00-17:45)
ელფოსტა: MEXT2025@tb.mofa.go.jp
Related