ინდონეზიის სტიპენდიების პროგრამა 2024


ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ქართველ სტუდენტებს ინდონეზიის უნივერსიტეტების სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობას სთავაზობს.

1. ინდონეზიის განათლების, კულტურის, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტრო ახალგაზრდებს სთავაზობს Kemitraan Negara Berkembang – KNB სტიპენდიების პროგრამას, რომელიც მოიცავს 1500-ზე მეტ პროგრამას 31 უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

2. ტელკომის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა (Telkom University Scholarship  Program – Tel-U) ინდონეზიის უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის – Telkom Group-ის პროექტების ფარგლებში ხორციელდება და მოიცავს ინჟინერიასა და ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აკრედიტებული 50-ზე მეტი სასწავლო პროგრამაა.

ონლაინ სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 23.02.24

საკონტაქტო ინფორმაცია:

სალომე კუჭავა

ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

ნ. ყიფშიძის ქ. 7გ.

ტელ.: +995579283649

ელ.ფოსტა: salomekuchava24@gmail.com


Related

მოგვწერეთ