ლაქვილის უნივერსიტეტი – საერთაშორისო კვირეული „ხელოვნური ინტელექტის ეთიკა“


2025 წლის 14-16 ოქტომბერს ლაქვილის უნივერსიტეტი (University of L’Aquila – UNIVAQ) (ლ’აკვილა, იტალია) ორგანიზებას უკეთებს თანამშრომელთა ტრეინინგის მე-5 საერთაშორისო კვირეულს „ხელოვნური ინტელექტის ეთიკა“.

ტრეინინგის მონაწილეები იმსჯელებენ, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს აკადემიური ინსტიტუტების მომავალზე, მიმოიხილავენ ეთიკურ და სოციალურ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის გავლენასთან ადამიანურ საზოგადოებაზე.

ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 25-50 თანამშრომელი.ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ და ტრეინინგზე დასწრების საფასური – 100 ევრო – გადაიხადონ 31/07/2025-მდე.

ტრეინინგის მონაწილემ, ასევე, თავად უნდა გადაიხადოს მგზავრობის, ბინისა და კვების საფასური.

რეკვიზიტები:

Università degli Studi dell’Aquila, Palazzo Camponeschi, Piazza Santa Margherita 2, 67100 L’Aquila

IBAN: IT 60 B 030690 36031 00000046216

SWITF: BCITITMM

Reason of the payment:  5th  International Staff Training Week – The Ethics of Artificial Intelligence

როგორ დარეგისტრირდეთ: uri@strutture.univaq.it-ზე გაგზავნეთ

1. სარეგისტრაციო ფორმა;

2. გადახდის ქვითარი;

3. თანხმობა იტალიის აკვილას უნივერსიტეტის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (EU GDPR 679/2016, რომელიც ეხება პერსონალური მონაცემების დამუშავებას);

4. მობილობის ხელშეკრულება ტრენინგზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

განმცხადებელს რეგისტრაციის დადასტურების ელ.წერილი ეგზავნება.

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

Università degli Studi dell’Aquila – Palazzo Camponeschi, Piazza Santa Margherita 2, 67100 L’Aquila

Fausta Ludovici – ელფოსტა: fausta.ludovici@univaq.it – ტელეფონის ნომერი: +39 0862432762

ალესანდრა იმპერატორი – ელფოსტა: alessandra.imperatori@univaq.it – ტელეფონის ნომერი: +39 0862432769


Related

მოგვწერეთ