ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტი – პლაკატების IV საერთაშორისო გამოფენა „ძალიან ცივი, ძალიან ცხელი, ძალიან დაგვიანებული“


ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტი (Fatih Sultan Mehmet Vakıf University – FSMVU) (სტამბოლი, თურქეთი) იწვევს ქართველ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პლაკატების მე-4 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.

გამოფენა, რომლის სახელწოდებაა „ძალიან ცივი, ძალიან ცხელი, ძალიან დაგვიანებული“, ორგანიზებულია ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის დეპარტამენტის მიერ. წლევანდელი ღონისძიების თემაა გლობალური დათბობა. გამოფენის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება შთამბეჭდავი ვიზუალური ისტორიების საშუალებით.

განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 2025 წლის 2 მაისამდე. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 23 მაისს, გამოფენა კი 29 მაისს გაიხსნება.

დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო გამოფენასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია: int@fsm.edu.tr

ბედია ტეკინი (Bedia TEKIN)

ელ.ფოსტა: btekin@fsm.edu.tr

ამინე რეფიკა (Amine REFIKA)

ელ.ფოსტა: arefika@fsm.edu.tr


Related

მოგვწერეთ