საერთაშორისო ინგლისური ენის ოლიმპიადა 2024 იორდანიაში
2024 წლის 5-7 დეკემბერს, იორდანიის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს მიერ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში უნივერსიტეტებისათვის დაგეგმილია საერთაშორისო ინგლისური ენისოლიმპიადა 2024.
აღნიშნულ ოლიმპიადაში თითოეულ უნივერსიტეტს შეუძლია წარმოადგინოს 5 სტუდენტისგან შემდგარი 5 გუნდი, რომელთა ასაკი შეადგენს 18-24 წელს. ამასთანავე, თითოეულ გუნდს უნდა ჰყავდეს ერთი ზედამხედველი.
ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის, გუნდებმა უნდა გადაიხადონ მგზავრობის, განთავსებისა და წევრობის ხარჯები.
ონლაინ რეგისტრაციის ვადებია: 25 თებერვალი, 2024წ. – 25 აგვისტო, 2024წ. რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, აპლიკაციის გაგზავნასთან ერთად მონაწილე გუნდებმა უნდა გადაიხადონ ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებული გადასახადები.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
Related