საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინკონფერენცია “ინოვაციური ტექნოლოგიების პერსპექტივები ქიმიასა და გაზოქიმიაში”
2024 წლის 13 ნოემბერს იაგშიგელდი კაკაევის სახ. ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტი (აშხაბადი, თურქმენეთი) უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ონლაინკონფერენციას “ინოვაციური ტექნოლოგიების პერსპექტივები ქიმიასა და გაზოქიმიაში”.
ონლაინკონფერენციაში შეუძლიათ მოხსენების გაკეთება 1 ლექტორს ან მკვლევარს და 1 სტუდენტს თითოეული უნივერსიტეტიდან და, ასევე, 1 წარმომადგენელს სამცნიერო-კვლევითი ან სამეწარმეო ინსტიტუციიდან.
სამუშაო სექციების მიმართულებებია:
1. ქიმიური წარმოების მიღწევები;
2. ინოვაციური ტექნოლოგიები გაზოქიმიაში;
3. ქიმიურ და გაზოქიმიურ წარმოებასთან დაკავშირებული ეკონომიკურ-ეკოლოგიური საკითხები.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
სარეგისტრაციო ფორმისა და კონფერენციის კრებულში გამოსაქვეყნებლად თეზისების გაგზავნის ბოლო ვადაა 20.10.2024.
დეტალური ინფორმაცია ონლაინკონფერენციის შესახებ იხილეთ აქ.
კონტაქტი:
ელ. ფოსტა: hngu.ylmymaslahat@gmail.com
Related