სტუდენტთა საერთაშორისო კვირეული ბელგრადში 2024
2024 წლის 2-10 აგვისტოს სერბეთში იგეგმება სტუდენტური ღონისძიება – „სტუდენტთა საერთაშორისო კვირეული ბელგრადში 2024“ (International Student Week in Belgrade – ISWiB 2024). რიგით მეჩვიდმეტე საერთაშორისო კვირეულის თემაა ინიციატივა და კრეატიულობა, სლოგანით „იპოვე ნაპერწკალი, დატოვე შენი კვალი“. სსმ პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ღონისძიებაზე ონლაინ დარეგისტრირება შეუძლიათ 18-იდან 30 წლამდე ასაკის მქონე პირებს.
სტუდენტთა საერთაშორისო კვირეულის შესახებ დამატებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: +381645645706
ელ.ფოსტა: dragana.ostojic@iswib.org
Related