თურქეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა “თურქეთის სტიპენდიები 2024“


ცხადდება კონკურსი თურქეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაზე “თურქეთის სტიპენდიები 2024“.

„თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალკომპონენტიანი. იგი მოიცავს: უნივერსიტეტში ჩარიცხვას, ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის გადასახადს, ჯანმრთელობის დაზღვევას, საცხოვრებელს, თურქული ენის შესწავლას, თვითმფრინავის ბილეთს, უფასოდ სხვადასხვა სახის სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.

“თურქეთის სტიპენდიები” გაიცემა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისთვისა და მკვლევრებისთვის.

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.


Related

მოგვწერეთ