International News
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელთა აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობა ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 25-29 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილი და ასისტ. პროფ. თამარ საჩანელი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები მარიკა ზვიადაძე და მარგალიტა სეროპიანი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Eszterházy Károly Catholic University - EKCU) (ეგერი, უნგრეთი). იხილეთ პროფ. ნინო ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში:
ESN-ის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
2024 წლის 15 აპრილს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „ერასმუსის სტუდენტურ ქსელ საქართველოს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიკა ზვიადაძე და ნინო ჟიჟილაშვილი ესწრებოდნენ.
პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი – აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამა
პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი (Capital Normal University) (პეკინი, ჩინეთი) ქართველი სტუდენტებისთვის აცხადებს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების პროგრამას, ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის - აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
ADA უნივერსიტეტი – სასტიპენდიო პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, 2024/25 სასწავლო წელი
ADA უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი) „სუამის“ წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აცხადებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სასტიპენდიო პროგრამებს შემდეგ მიმართულებებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის მართვა, სოფლის მეურნეობა, დიზაინი და არქიტექტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინჟინერია, 2024/25 სასწავლო წლისათვის.
ევროპის კოლეჯი ნატოლინში – სასტიპენდიო პროგრამა ევროპის პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
ევროპის კოლეჯი ნატოლინში (College of Europe in Natolin) (ნატოლინი, პოლონეთი) აცხადებს 8 თვიან, სრულად დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამას (Natolin Fellowship Programme) 35 წლამდე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპის პოლიტიკით.
Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის – XX საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეოცე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 29 აპრილს, 11:00 საათზე.