International News
Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეული სტუ-ში – 23-27.10.2023
სტუ-ში Erasmus+ საერთაშორისო დღეების აღსანიშნავად, რომელიც მიმდინარე წლის 9 – 14 ოქტომბერს ევროპის მასშტაბით აღინიშნა, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლების და ტრეინინგის მიზნით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები პოლონეთიდან და თურქეთიდან, სულ 5 კოლეგა პოლონეთიდან და 1 - თურქეთიდან: ასისტ. პროფ. იოლანტა ბარანი (Jolanta Baran), სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology), გლივიცე, პოლონეთი; პროფ. პიოტრ პაპლიცკი (Piotr Paplicki) და ასოც. პროფ. პაველ პიოტრ დვორაკი (Paweł Piotr Dworak), დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology), შჩეცინი, პოლონეთი; ასისტ. პროფ. ალექსანდრ ბოიკო (Oleksandr Boiko) და ასისტენტი ალექსანდრ ჩუდი (Aleksander Chudy), ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology), ლუბლინი, პოლონეთი და პროფ. ჰაკან ატეში (Hakan Ates), გაზის უნივერსიტეტი (Gazi University), ანკარა, თურქეთი.
სტუდენტური კონფერენცია ბუქარესტში
ბუქარესტის აგრარული მეცნიერებისა და ვეტერინალური მედიცინის უნივერსიტეტი (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine - USAMV București) (ბუქარესტი, რუმინეთი) ქართველ მკვლევრებსა და სტუდენტებს იწვევს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
ინგლისურ ენაში ტესტირება Erasmus+ კონკურსის ფარგლებში
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული იმ კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2023 წლის 27 ოქტომბერი, 31 ოქტომბერი, 5 ნოემბერი და 11 ნოემბერი, ინგლისურ ენაში ტესტირება ჩატარდება მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, 16:00 საათზე.
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – ონლაინ კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული იმ კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2023 წლის 27 ოქტომბერი, 31 ოქტომბერი, 5 ნოემბერი და 11 ნოემბერი, ინგლისურ ენაში ტესტირება ჩატარდება მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, 16:00 საათზე.
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო სტიპენდიები და აკადემიურ სექტორში დასაქმების შესაძლებლობები
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (Freie Universität Berlin) (ბერლინი, გერმანია) აცხადებს კონკურსს სასწავლო სტიპენდიებზე, რომელიც აკადემიურ სექტორში დასაქმების შესაძლებელობასაც იძლევა. სასწავლო სტიპენდიები მოიცავს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სასტიპენდიო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით: მუსლიმთა კულტურა და საზოგადოება, ანტიკური ხანისა და აღმოსავლეთ-აზიის სწავლება, ბიოლოგია.
ბალტიის საზაფხულო სკოლის ლიტვური ენისა და კულტურის ზამთრის კურსი ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University) (კაუნასი, ლიეტუვა) იწვევს მსურველებს მონაწილეობის მისაღებად ლიტვური ენისა და კულტურის ზამთრის კურსში, რომელიც 2024 წლის 2-31 იანვარს გაიმართება ვილნიუსში. ზამთრის კურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ონლიან, ისე პირისპირ ფორმატში.