Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოც.პროფ. ნინო თოფურიას აკადემიური მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში

2024 წლის 18-22 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოც. პროფ. ნინო თოფურია Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (University of West Attica) (ათენი, საბერძნეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო პერსონალის საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში

2

Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასისტ. ალექსანდრე ლაბაძის აკადემიური მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში

2024 წლის 18-22 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასისტენტი ალექსანდრე ლაბაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (University of West Attica) (ათენი, საბერძნეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო პერსონალის საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში

2

XII კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთორმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 9 დეკემბერს, 15:00 საათზე.

1

Alfa BK უნივერსიტეტი – მრგვალი მაგიდა “მწვანე ეკონომიკა”

2025 წლის 6 მარტს Alfa BK უნივერსიტეტი (Alfa BK University) (ახალი ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს მრგვალ მაგიდას „მწვანე ეკონომიკა“. მრგვალი მაგიდა U-01/2023 პროექტის - “მწვანე ეკონომიკა ციფრულ ერაში” - ფარგლებში იგეგმება. 

1

Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს შერეულ ინტენსიურ პროგრამაზე (Blended Intensive Programme - BIP) 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

2

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჟეშუვის ტექნოლოგიურს უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

2
მოგვწერეთ