ნიკო ნიკოლაძის მედალი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო „ნიკო ნიკოლაძის ოქროს მედალი“ დაწესებულია 2022 წლიდან და, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, გადაეცემა პირს აკადემიურ სფეროში სასწავლო ან სამეცნიერო მოღვაწეობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ „ნიკო ნიკოლაძის ოქროს მედლის“ დაწესება ემსახურება დიდი მამულიშვილის ღვაწლის სათანადოდ დაფასებასა და ახალი თაობებისთვის გაზიარებას.

ნიკო ნიკოლაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მეცნიერის, პოლიტიკოსის, განმანათლებლისა და სახელმწიფო მოხელის ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრება გაჯერებული იყო იმ დროის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობითა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობით. მას ნაცნობობა, თანამშრომლობა თუ მიმოწერა აკავშირებდა ჯუზეპე გარიბალდისთან, ვიქტორ ჰიუგოსთან, ალფონს დოდესთან, ემილ ზოლასთან, პოლ ლაფარგთან…

ნიკო ნიკოლაძე იყო ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორი და პირველი ქართველი, ვინც უცხო (ფრანგულ) ენაზე დაიცვა დისერტაცია; იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა (1917-1918) და საქართველოს დამფუძნებელი კრების (1919-1920) წევრი, თბილისის და ქუთაისის საკრებულოების წევრი; საქართველოში საინჟინრო და ტექნოლოგიური სიახლეების პირველი შემომტანი, – ეს ნიკო ნიკოლაძის რეგალიების მცირე ჩამონათვალია.

იგი ფლობდა ფრანგულ, რუსულ, ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებს.

პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი

1922

ნიკო ნიკოლაძე 1922 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების ინიციატორია. იგი, დიდ ივანე ჯავახიშვილთან ერთად, შესანიშნავად ხედავდა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის, კლასიკურ ანუ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან ერთად, საჭირო იყო კიდევ უფრო მეტი, სხვა ტექნიკური განათლება, რასაც შესაბამისი კერა სჭირდებოდა.

„თვითონ ცხოვრება, რამდენიმე წლის შემდეგ დაანახებს ჩვენ ახალგაზრდობას, რომ არც მარტო „გონება გამხსნელი“ მეცნიერება ვარგა, თუ კაცს მასთანა ისეთი ცოდნა არა აქვს, რომელსაც ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოდგომა შეუძლია, და არც მარტო ტექნიკური მეცნიერება, თუ კაცი გონებაგაუხსნელია და ვერც ცხოვრებას იცნობს, ვერც მის კანონებს, ვერც მის მოვლენებს, და ამ რიგად თვითონ იმ მაშინას ემსგავსება, რომლის მოვლა იმას მაშინალურათ ასწავლეს…“ – ნიკო ნიკოლაძის ეს სიტყვები თითქოს მომავლის წინასწარმეტყველებაა დღევანდელი გადმოსახედიდან…

ტექნიკური პროგრესის მამამთავარი

ნიკო ნიკოლაძე, თავისი გაბედული გეგმებითა და პროექტებით. საინჟინრო-ეკონომიკური აზროვნების სიღრმითა და ორიგინალურობით, ტექნიკური პროგრესის მამამთავარი იყო საქართველოში.

„ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება, ჩვენ სამაგალითოთ უნდა მიგვაჩნდეს“, – ამბობდა ნიკო ნიკოლაძე.

1867-1874

1867-1874 წლებში ააგო თბილისი-ფოთის რკინიგზა, რომელიც პირველი იყო ამიერკავკასიაში.

1880-იან წლები

მის სახელს უკავშირდება, ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარება 1880-იან წლებში – ამ მიზნით მან საქართველოში ევროპელი სპეციალისტები ჩამოიყვანა.

1884-1886

მის სახელს უკავშირდება, ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარება 1880-იან წლებში – ამ მიზნით მან საქართველოში ევროპელი სპეციალისტები ჩამოიყვანა.

1885-1893

კერძოდ: მისი ძალისხმევით მოეწყო ავჭალის წყალსადენი, ამუშავდა ცხენიანი ტრამვაი – კონკა, ჩატარდა აბანოების რეკონსტრუქციას. მისი დაჟინებული მოთხოვნით თბილისში დაინიშნა სანიტარული ექიმი და მადათოვის კუნძულზე აშენდა სადეზინფექციო კამერა, რამაც შეამსუბუქა ქალაქში მძიმე სანიტარული პირობები იყო; მისივე წინადადებით დედაქალაქში მოეწყო კანალიზაციის ქსელი, აშენდა ვერის ხიდი (დღევანდელი გალაქტიონის ხიდი) და გაკეთდა ვერის დაღმართი (დღევანდელი მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართი).

ცხენიანი ტრამვაი
ავჭალის წყალსადენი
კონკა
ქიმიური-ტექნოლოგიები
მექანიკა-მანქანათმშენებლობა
მეტალურგიული

თბილისის შემდეგ იყო ფოთი – 1895 წელს, 52 წლის ნიკო ნიკოლაძე ქალაქის თავად აირჩიეს. 20 წლის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით, ჭაობიანი პატარა ფოთი დიდი პერსპექტივებისა და ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე მოდერნიზებულ ქალაქად გადაიქცა. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება, ნავსადგურის მშენებლობის დასრულებაა.

1918 წელი

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

ნიკო ნიკოლაძის სახელი დაკავშირებულია 1918 წელს საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თავისივე დაარსებულ „ეროვნულ დემოკრატიული პარტიას“ ედგა სათავეში.

ნიკო ნიკოლაძე

„მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა“, – ნიკო ნიკოლაძე.

მოგვწერეთ