სტუ-ში დღეისათვის 11 ფაკულტეტი, 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 1 ცენტრი ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს რომ აბიტურიენტს ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორც საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით.

პროფესიული განათლება

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული განათლების 27 (თბილისში – 17, ტყიბულში – 6, დიდ ჯიხაიშში – 4) და მომზადება-გადამზადების 5 პროგრამა. სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული პროგრამების რაოდენობამ საინჟინრო განათლების თითქმის სრული სპექტრი მოიცვა.

ვრცლად

დასაქმება

სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, პარტნიორ ორგანიზაციებში გაიარონ სტაჟირება (ხშირ შემთხვევაში ანაზღაურებადი), მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა.

კარიერული განვითარება

სტუდენტური კლუბები

სწავლის პარალელურად, სტუ-ის სტუდენტები ჩართულები არიან მრავალ სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებაში.უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს რაგბის, ფეხბურთის, ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, ბილიარდის, ჭადრაკის, შაშის, სამბოს, ბოულინგის, ფრენბურთის, თოვლისა და ქვიშის ფრენბურთის სპორტული გუნდები და კალათბურთის ნაკრები. სტუ-ის სპორტის ამ სახეობებში, არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მოპოვებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.სახელგანთქმულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრი „მოდინახე“, ვაჟთა კაპელა, „გეპეის ჯაზ ორკესტრი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტ გოგონათა ანსამბლი „ქალდეა“ და სხვა მუსიკალური ჯგუფები.

სტიპენდიები და ფინანსური დახმარება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის გასცემს რამდენიმე სახეობის სტიპენდიას:

სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია

ეს არის ყველაზე გავრცელებული სტიპენდია.

  • განკუთვნილია ბაკალავრიატის I–IV კურსის სტუდენტებისთვის;
  • გაიცემა მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე;
  • რეიტინგის ზღვარი ყოველწლიურად იცვლება;
  • სტიპენდიანტებს ფაკულტეტის საკონკურსო კომისია არჩევს;

ოდენობა: 150 ლარი თვეში.

საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების სტიპენდიები

სტუ რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო სასტიპენდიო კონკურსის შესახებ, მაგალითად:

  • Erasmus+ გაცვლითი პროგრამები;
  • თურქეთის მთავრობის სტიპენდიები;
  • იაპონიის (MEXT) სტიპენდიები;
  • ესტონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები;
  • სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების კონკურსები.

საფაკულტეტო (სახელობითი) სტიპენდიები

სტუ-ს ფაკულტეტებზე მოქმედებს სახელობითი სტიპენდიების პროგრამა, თუმცა მათი ჩამონათვალი ყოველ წელს შეიძლება განახლდეს.

  • მაღალი აკადემიური მოსწრება (ჩვეულებრივ, 91%-ზე მეტი საშუალო ქულა);
  • აქტიური მონაწილეობა: სამეცნიერო კონფერენციებში; ვორქშოფებსა და ტრენინგებში; უნივერსიტეტის საქმიანობაში.

სახელობითი სტიპენდიის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთადაც, თუ სტუდენტი ორივე კონკურსის პირობებს აკმაყოფილებს.

ინდუსტრიული/კომპანიების სტიპენდიები

დროდადრო ცხადდება კერძო კომპანიებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სტიპენდიებიც. ასეთი პროგრამები დამოკიდებულია მიმდინარე თანამშრომლობებზე და ყოველ წელს შეიძლება განსხვავდებოდეს.

განათლების მიღების ხელმისაწვდომობა

  • სტუ-ში მოქმედებს 36 უფასო პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.
  • სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის.
  • სტუ-ის სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებს, სწავლის საფასურის გადახდას ინდივიდუალური გრაფიკით შეძლებს. ამ შემთხვევაში მან განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის მენეჯერს.
  • წარჩინებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი სახელობით სტიპენდიას უნიშნავს.

გაცვლითი პროგრამები

სტუ-ის მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ასეთი ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვა.

პროგრამები
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?