საერთაშორისო სტუდენტები
რატომ სტუ?
მდიდარი გამოცდილება 100 წელი+
ამბები საქართველოს პირველი უმაღლესი ტექნიკური განათლების, მეცნიერების ალმა მატერის საუკუნოვანი ისტორიიდან.
ძლიერი საინჟინრო და ტექნოლოგიური სკოლა
სტუ უნივერსალური სასწავლო-კვლევით დაწესებულებაა მაღალკვალიფიციური ინჟინრებისა და დარგის პროფესიონალების აღსაზრდელად.
საერთაშორისო პროექტები
სტუ-ის საერთაშორისო აქტიურობა მოწოდებულია გლობალურ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.
დასაქმების მაღალი მაჩვენებელი
სტუ სტუდენტთა დასაქმებისთვის წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს.
ადგილმდებარეობა
იხილეთ ვრცლადქვეყნის დედაქალაქი თბილისი
თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში, ცხოვრების პირობებს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას საერთაშორისო კვლევითი პორტალი Numbeo ყოველწლიურად „მწვანე შედეგით“ აფასებს.
უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი ლოკაცია
სასწავლო პროგრამები
იხილეთ ვრცლადმიღება
კულტურული ცხოვრება თბილისში
15 საუკუნეა, რაც თბილისი ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზეა უცხოელი სტუდენტებისთვის საინტერესო ლოკაციები – ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, თეატრები, დასასვენებელი პარკები, ეგზოტიკური ბაზრობები, თანამედროვე კლუბები და საკონცეტრო დარბაზები… ქალაქში სისტემატურად იმართება საერთაშორისო დონის ლიტერატურული, თეატრალური და კინოფესტივალები.
ბიბლიოთეკები და სასწავლო/სამეცნიერო სივრცეები
თბილისში ფუნქციონირებს თანამედროვე ბიბლიოთეკები მდიდარი და მუდმივად განახლებადი ფონდით, მულტიფუნქციური მედიათეკები, სამუშაო სივრცეები. თბილისის ბიბლიოთეკებში ხელმისაწვდომია მხატვრული, სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა სხვადასხვა ორიგინალურ ენაზე.
უსაფრთხოება 24/7
საქართველოში საზოგადოებრივი უსაფრთხოება მაღალი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი. საპატრულო პოლიცია ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში და მოქალაქეებსა თუ სტუმრებს შეუძლიათ, მისი გამოძახება ნებისმიერ დროს. საგანგებო დახმარების ტელეფონის ნომერია 112 და მუშაობს ქვეყნის მასშტაბით. ზარის განხორციელება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც მობილური კავშირი შეზღუდულია ან SIM-ბარათი არ არის აქტიური.

