სახალხო თეატრი
საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სახალხო თეატრის პოპულარობა საქართველოს ფარგლებს გასცდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. თეატრის სპექტაკლები იხილა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ამერიკის შეერთებული შტატების, ფინეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების მრავალმა მაყურებელმა. თეატრი არის საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალის არაერთგზის ლაურეატი.
1986
სპი-ს თეატრმა დიდ წარმატებას მიაღწია 1986 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. სცენაზე წარადგინეს რევაზ გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „უცხო ჩიტი“, რომელსაც მომდევნო წელს ნიდერლანდების (მაშინდელი ჰოლანდიის) ქალაქ უტრეხტში მოყვარულთა თეატრების მსოფლიოს ფესტივალზე გრან პრი მიენიჭა.
1986
გერმანიაში კარლსრუეს „სანდკორნის“ თეატრში გურამ დოჩანაშვილის პიესით – „ხორუმი ქართული ცეკვაა“.