რექტორის აპარატი

რექტორის აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებით, სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დეპარტამენტის მიზანია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რექტორისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო მომსახურების გაწევა და აუცილებელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

დკ

დავით კუჭაიძე

რექტორის აპარატის უფროსი

ეჩ

ელენე ჩადუნელი

რექტორის აპარატის უფროსის მოადგილე

აკადემიური საბჭოს სამდივნო

აკადემიური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტი განსაზღვრავს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას და სავალდებულოა ყველა წევრისთვის. აკადემიური საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომელიც არ არის მოწესრიგებული რეგლამენტით, აკადემიური საბჭო წყვეტს დადგენილებით.

ეს

ეთერ სურამელაშვილი

აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი

სენატის სამდივნო

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მუშაობის წესი და პროცედურები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით, თანდართული რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით. რეგლამენტი მიიღება და, საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილებები შედის სენატის მიერ. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მუშაობა დაფუძნებულია საჯაროობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის და პიროვნების თავისუფლების პრინციპებზე.

დხ

დავით ხუფენია

სენატის სამდივნოს უფროსი

მს

მანანა სანთელაძე

სენატის სამდივნოს სპიკერის თანაშემწე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) აპარატი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების, თანდართული დებულების, აპარატის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აპარატის ძირითადი ფუნქციაა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის (კანცლერისთვის) ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო მომსახურების გაწევა და აუცილებელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

პთ

პამელა თოდუა

კანცლერის თანაშემწე

საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრი

საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებით, ცენტრის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცენტრის მიზანია, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

იგ

ირინე გოცირიძე

საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიზანია უნივერსიტეტის მასშტაბით საერთაშორისო აქტივობების ეფექტიანი კოორდინაცია, სტუდენტების მობილობის პროცესის ხელშეწყობა, საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება.

თმ

თეა მურვანიძე

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

აბ

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ლჩ

ლელა ჩიქოვანი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის მიზანია, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს გაუწიოს დახმარება კვლევითი განვითარებისა და ინსტიტუციური რეფორმების დაფინანსების წყაროების მოძიებაში; უნივერსიტეტის მასშტაბით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევების განვითარებას; უზრუნველყოს დაფინანსებული პროექტების მართვის პროცესის მხარდაჭერა.

გმ

გიორგი მიქიაშვილი

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსი

ნა

ნინო ახობაძე

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსის მოადგილე

საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“

საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“ თავის საქმიანობას წარმართავს უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოსთან თანამშრომლობით, რაც მოიცავს უნივერსიტეტის მასშტაბით საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელობას, კოორდინაციასა და კონტროლს. ამასთანავე, გამომცემლობის მიზანია, სასწავლო, სამეცნიერო, მეთოდური, საცნობარო ლიტერატურის გამოცემით ხელი შეუწყოს სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნასა და სამეცნიერო-ლიტერატურული ბაზის გაუმჯობესებას; გაამდიდროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდი, მიაწოდოს გამოცემული ლიტერატურა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ბიბლიოთეკებს და ამით გაზარდოს უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობის ცნობადობა.

მმ

მარინა მეძმარიაშვილი

საგამომცემლო სახლის, „ტექნიკური უნივერსიტეტის“ დირექტორი

სტამბა

სტამბის მიზანია, პოლიგრაფიული საქმიანობით ხელი შეუწყოს სასწავლო, სამეცნიერო, მეთოდური, საცნობარო ლიტერატურის გამოცემას, სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნასა და სამეცნიერო-ლიტერატურული ბაზის გაუმჯობესებას; ასევე, უნივერსიტეტის მასშტაბით უხელმძღვანელოს პოლიგრაფიულ საქმიანობას.

გჯ

გიორგი ჯერენაშვილი

სტამბის ხელმძღვანელი

ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური

ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის მიზნებია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად მაღალკვალიფიციური ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ეფექტური ადმინისტრირების უზრუნველყოფა. საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ერთიანი საქმისწარმოების სისტემის უზრუნველყოფა და არქივის მართვა.

დგ

დავით გორგიძე

ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსი

ცე

ცირა ელგენდერაშვილი

ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსის მოადგილე

სასწავლო პროცესების მართვის სამსახური

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ნორმატიული აქტების შესრულების უზრუნველყოფა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების პროცესის ხელშეწყობა.

ზბ

ზაზა ბუაჩიძე

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი

სწავლა-სწავლების ცენტრი

სწავლა-სწავლების ცენტრის ძირითადი მიზანია: უნივერსიტეტის აკადემიური, მასწავლებელთა, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის, პროფესიული მასწავლებლების, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.

რხ

რამაზ ხუროძე

სწავლა-სწავლების ცენტრის უფროსი

ლღ

ლალი ღოღელიანი

სწავლა-სწავლების ცენტრის უფროსის მოადგილე

მეცნიერების და ინოვაციების დეპარტამენტი

მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტი ძირითადი ფუნქციაა უნივერსიტეტში სამეცნიერო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსაზღვრის ორგანიზება; მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და მისი დაფინანსება. დეპარტამენტი ეხმარება ახალგაზრდა მკვლევრებს და მეცნიერებს სამეცნიერო საქმიანობაში. ასევე, მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ხელს უწყობს საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, სიმპოზიუმების, საზაფხულო სკოლების ორგანიზებას და უნივერსიტეტის მხარდაჭერას საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესებში.

მჯ

მიხეილ ჯანიკაშვილი

მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, აკადემიური საბჭოს წევრი

ლკ

ლერი კობახიძე

მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და თანდართული დებულებით. სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი), რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წინაშე.

დხ

დავით ხვედელიძე

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი

ად

არჩილ დადიანი

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი

ნგ

ნონა გოგსაძე

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე

საფინანსო სამსახური

საფინანსო სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის ეფექტიანი ფინანსური მენეჯმენტის განხორციელება, ფინანსური სიჯანსაღისა და მდგრადობის უზრუნველყოფა, ეფექტური და ეფექტიანი აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის დანერგვა და ადმინისტრირება.

გჭ

გიორგი ჭუმბურიძე

საფინანსო სამსახურის უფროსი

ლყ

ლია ყოჩიშვილი

საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე

შესყიდვების დეპარტამენტი

შესყიდვების დეპარტამენტის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესყიდვების პროცესის ეფექტურად და ეფექტიანად მართვა.

ეი

ეკა ივანიშვილი

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი

სფ

სოფო ფარსეღაშვილი

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

შიდა აუდიტის სამსახური

შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების შიდა აუდიტი და მონიტორინგი. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, კანონიერების, კონფიდენციალურობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობის და ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

თუ

თამაზ ურთმელიძე

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, აკადემიური საბჭოს წევრი

აშ

ალექსანდრე შერაზადიშვილი

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე

აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის განყოფილება

ნგ

ნინო გობეჯიშვილი

აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის გაყოფილების უფროსი

ინფრასტრუქტურის განვითარების საუნივერსიტეტო სამსახური

ინფრასტრუქტურის განვითარების საუნივერსიტეტო სამსახურის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებისა და სხვა ფიზიკური აქტივების მოვლა-პატრონობა, უნივერსიტეტის მასშტაბით სამშენებლო და სარემონტო პროექტების დაგეგმვა და მართვა, სასაწყობე მეურნეობისა და მიწოდების ჯაჭვის მართვა და უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების ხელშეწყობა.

დბ

დავით ბარბაქაძე

ინფრასტრუქტურის განვითარების საუნივერსიტეტო სამსახურის უფროსი

ას

ალექსანდრე სოხაძე

ინფრასტრუქტურის განვითარების საუნივერსიტეტო სამსახურის უფროსის მოადგილე

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური

დაცვის და უსაფრთხოების სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებით, სამსახურის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის პერსონალის და სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ამასთანავე, ყველა შენობა-ნაგებობის, სასწავლო და არასასწავლო ინვენტარის დაცვა-უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

მბ

მერაბ ბაღათურია

დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

ვა

ვლას არჩუაძე

დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე

საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი

საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის მიზანია სტუდენტებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესის გაშუქება და სპეციალური პროგრამების მომზადება საუნივერსიტეტო ტელევიზიით.

დმ

დარეჯან მეფარიშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის უფროსი

სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიზნებია: კულტურის, ხელოვნების, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო სივრცეში და ამ მიზნით არსებული ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება; უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მათი ინტერესების შესაბამისი გარემოსა და კომფორტული პირობების შესაქმნელად.

ლფ

ლევან ფიფია

სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი

ლი

ლევან იოსებაშვილი

სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

აბ

არჩილ ბაბუნაშვილი

სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური

დკ

დავით კაპანაძე

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, აკადემიური საბჭოს წევრი

ვებ-რესურსების განვითარების განყოფილება

ეპ

ეკატერინე პაპავა

ვებრესურსების განვითარების განყოფილების უფროსი

მარკეტინგისა და კომუნიკაციების ცენტრი

მარკეტინგისა და კომუნიკაციების ცენტრი ხელს უწყობს უნივერსიტეტის იმიჯის ფორმირებას და ბრენდის ცნობადობის გაზრდას. ჩვენ ვქმნით ეფექტიან და მიზანმიმართულ კომუნიკაციას, რომელიც უნივერსიტეტის ღირებულებებს და მიღწევებს წარმოაჩენს. ჩვენი გუნდი ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტორიებთან, რათა წავახალისოთ მათი ჩართულობა და შესაბამისად გავაძლიეროთ უნივერსიტეტის მისია და მისი მნიშვნელობა თანამედროვეობაში.

ამ

ანანო მჭედლიშვილი

მარკეტინგისა და კომუნიკაციების ცენტრის უფროსი

თა

თორნიკე ანთიძე

მარკეტინგისა და კომუნიკაციების ცენტრის უფროსის მოადგილე

მოგვწერეთ