2022

2022 წელს, საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან საუკუნოვან იუბილეზე, ბრენდის ვიზუალური იდენტობა განახლდა - სტუ-ის ლოგო და გერბი შეიცვალა.

100-წლიანი სწავლების გამოცდილების მქონე უნივერსიტეტისთვის შეიქმნა ახალი ბრენდი, რომელსაც აქვს ამბიცია თანამედროვეობასთან ჰარმონიაში მოიყვანოს კონსერვატიული და აკადემიური მიდგომები.

სტუ-ის გერბად წარმოდგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიული შენობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფრაგმენტი – სვეტი, რომელიც ძალას – ცოდნის მიღების ძალას აღნიშნავს, მასზე გამოსახული წიგნი კი განათლების მიღების პროცესს გულისხმობს. გერბს აწერია საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის მთავარი დევიზი SCIENTIA POTESTAS EST (ცოდნა ძალაა) და უნივერსიტეტის დაარსების წელი 1922

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი ფერი იისფერია – ტექნოლოგიების, აღმოჩენებისა და ინოვაციების ფერი, რომელიც ასოცირდება მდიდარ ფანტაზიასა და კრეატიულობასთან.

7650FF
8A66FF
9D80FF
B199FF
C4B3FF
D8CCFF
EBE6FF
F5F2FF
FFFFFF
07001E
0A0028
0E003D
030153
29285D
3D3C62
4F4E77
7E7DA3
A7A7CB
მოგვწერეთ