დასრულებული
ვადა -

მოჰამად იბნ მუსა ალ-ხვარაზმის სახელობის 29-ე საერთაშორისო კონკურსი

2016 წლის თებერვალში, ქ. თეირანში (ირანის ისლამური რეპუბლიკა) გაიმართება შუასაუკუნეების ცნობილი ირანელი მათემატიკოსისა და ასტრონომის მოჰამად იბნ მუსა ალ-ხვარაზმის სახელობის, რიგით 29-ე საერთაშორისო კონკურსი (Khwarizmi International Award – KIA).

ყოველწლიური კონკურსის ორგანიზატორია ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ორგანიზაცია (IROST).

სამეცნიერო მიმართულებები:

• კოსმოსი

• საინფორმაციო ტექნოლოგიები

• ფუნდამენტალური მეცნიერებები

• ნანოტექნოლოგიები

• ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვა და ფუნდამენტალური სამედიცინო მეცნიერებები

• სოფლის მეურნეობა, ბუნებრივი რესურსები, მეცხოველეობა და ვეტერინარია

• სამშენებლო

• ელექტრონიკა და კომპიუტერი

• მედიცინა

• ქიმიური ტექნოლოგიები

• მექანიკა

• მექატრონიკა

• სამრეწველო და ტექნოლოგიური პროცესების მენეჯმენტი

• მასალები და მეტალურგია

კატეგორიები

• გამოყენებითი კვლევები

• კვლევა და განვითარება

• ფუნდამენტალური კვლევები

• გამოგონებები და ინოვაციები

მნიშვნელოვანი თარიღები

• 2015 წლის10 ნოემბერი – განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

• 2016 წლის მესამე კვირა – ლაურეატების გამოცხადება

• 2016 წლის თებერვცლის მეორე ნახევარი – დაჯილდოების ცერემონია

დეტალური ინფორმაციისათვის:

E-mail: Khwarizmi@irost.ir

http://www.irost.org/kia/

მოგვწერეთ