დასრულებული
ვადა -

ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია ,,Start – Business Solutions” აცხადებს კონკურსს მეწარმეობის მსურველთათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამათავრებელი კურსის და მაგისტრატურის 1-2 კურსის სტუდენტებს.

კომპანია “Start – Business Solutions” დაფუძნდა 2013 წელს და მისი მთავარი მიზანია სტარტაპების/ბიზნესების შექმნის ხელშეწყობა. ამჟამად კომპანიას გააჩნია 7 სტარტაპი/ბიზნესი, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. კონკურსის შედეგად შერჩეულ მეწარმეებს კომპანია ჩააბარებს აღნიშულ სტარტაპებს/ბიზნესებს და დაეხმარება მათ განვითარებაში. შერჩეული მეწარმეები მიიღებენ წილს ბიზნესში და გახდებიან “Start – Business Solutions”-ის პარტნიორები.

სტარტაპები/ბიზნესები წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროებიდან:

  • წარმოება
  • ინტერნეტ ბიზნესი
  • ფინანსური სექტორი
  • არასამთავრობო სექტორი
  • მომსახურება.

მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:

  • მეწარმის სრული ჩართულობა (24/7-ზე)
  • განათლება, მოტივაცია და ინტერესი კონკრეტული ბიზნესის მიმართ
  • კანდიდატის ხედვა სტარტაპის/ბიზნესის მართვისა და განვითარების შესახებ
  • გათვალისწინებული იქნება კანდიდატის გრძელვადიანი მიზნები
  • პიროვნული თვისებები და მათ თავსებადობა “Start – Business Solutions”-ის გუნდთან

დაინტერესებულმა პირებმა CV (ჯგუფის შემთხვევაში, ყველა CV ერთად ) და მოკლე წერილი სასურველი ბიზნესის სფეროს შესახებ უნდა გააგზავნონ არაუგვიანეს 2016 წლის 31 ივლისამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: s.kobaidze@startbs.com (წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს სიტყვა “Startup”, Subject-ის ველში – ,,კონკურსი მეწარმეობის მსურველთათვის”).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი: სოფო კობაიძე

ტელ.: 2 18 38 21.

მოგვწერეთ