დამატებითი ღია კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად:
- არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი;მის: თბილისი, მინდელის ქ. #10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ.: 2 31 98 74 ქეთინო კვირიკაშვილი.
- საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი.მის: თბილისი, კოსტავას ქ. #69ა, მე-10 სასწავლო კორპუსის, მე-5 სართული, ოთახი #515, ტელ.: 599 46 93 07 რუსუდან ფირცხალავა.
I განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სამეცნიერო კვლევითი ერთეულების მიხედვით, დეტალური დამატებითი მოთხოვნები, კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულება) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge (შესაბამისი ინსტიტუტის ლინკზე). განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 13 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე ზემოთ მითითებულ მისამართებზე;
- კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 20 მაისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 21 მაისს შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე: www.gtu.ge (შესაბამისი ინსტიტუტის ლინკზე).
- კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით;
- კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 1 ივნისიდან.
II. საკონკურსო პირობები
- კონკურსის ძირითადი პირობები:ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.;ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;გ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.
III. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა