ღია კონკურსი სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ღია კონკურსი ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების 5 წლის ვადით დასაკავებლად:
- ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული;
- ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული.
I. განცხადებების მიღებისა და კონკურსების ჩატარების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორისსამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი, კონკურსანტის განცხადება,კონკურსანტის ანკეტა) გამოქვეყნდება სტუ-ს ვებ-გვერდზე www.gtu.geგანცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 10–11 ივნისს 10:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე – თბილისი, მ. კოსტავას ქუჩა, #77, მე-9 სასწავლო კორპუსი, ოთახი 413. საკონტაქტო პირი: იური ბაღათურია, ტელ.:593 78 11 42;
- კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 14 ივნისს. კონკურსის პირველადი შედეგებიგამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 17 ივნისისა, შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ, თვალსაჩინო ადგილზე და სტუ-ის ვებგვერდზე www.gtu.ge
- კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრებისაკონკურსო კომისიაში მიიღება 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით.
II. საკონკურსო პირობები
- კონკურსის ძირითადი პირობები:ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაცაქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვსმაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით)უნდა წარმოადგინოს:ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ.სტუ-ს ვებ–გვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელიდოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი დაასლი);ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);გ) სამეცნიერო–კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი(საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის /დაწესებულების ბეჭდით;დ) სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირისხელმოწერითა და ბეჭდით;ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);ვ) ორი ფოტოსურათი 3X4.
III. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის,უნივერსიტეტის წესდებისა და ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურშიმიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებშიდა ინსტიტუტის ვებგვერდზე;
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტისკვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათშორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო–კვლევითი,პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება დადამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით), კონკურსანტთან ჩატარებულიინტერვიუს შედეგები;
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედიკანონმდებლობისა.