დასრულებული
ვადა -

პირველი ოფიციალური ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტაჟიორთა შესარჩევი კონსკურსი “საქექსპერტიზაში“

საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნეს-გაერთიანება – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს კონკურსს –  შპს “საქექსპერტიზაში“ სტაჟირების გავლის მიზნით.

სტაჟირების ეს კონკრეტული პროგრამა წარმოადგენს ანაზღაურებად სტაჟირებას,რაც კიდევე რთხელ ხაზს უსვამს სტაჟირების მიმართ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მაღალ ინტერესს.

წარმატებულ სტაჟიორებს, პირველი – ერთთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ, მენეჯმენტისა და სტაჟირების ხელმძღვანელთა მიერ სტაჟიორთა შედეგების საერთო შეფასების საფუძველზე დაენიშნებათ შესაბამისი ანაზღაურება.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებში:

1. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტიზა;

2. შეფასებითი საქმიანობა (მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება);

3. სასაქონლო ექსპერტიზა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http:// http://www.gcci.ge/

მოგვწერეთ