დასრულებული
ვადა -

ცხადდება ორი კონკურსი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის:

1.  სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის წინამდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის იდეა_პროექტი.

2.  პირველი სასწავლო კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის იდეა_პროექტი.

თითოეულ კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია თანხა 500 ლარის ოდენობით.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 18 ივნისი (15 საათამდე).

ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს  ორი კონვერტით: ერთში უნდა განათავსოთ დევიზი და ინფორმაცია ავტორების შესახებ,  მეორეში _ დევიზი და საკონკურსო ნამუშევრები.

საპროექტო წინადადება, იდეა_პროექტი შესრულებული უნდა იყოს  A2 ფორმატის სამ ფურცელზე (მინიმუმი), თანდართული განმარტებითი ბარათით. პროექტს თან უნდა ერთოდეს ელექტრონული ვერსია.

საკონკურსო მასალის (საპროექტო დავალება) აღება, კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სტუ-ის არქიტექტურული უზრუნველყოფის სამსახურში: მისამართი: სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი. პირველი სართული, ოთახი 124. ტელ: 6455. მობ. (599) 218373. არქიტექტურის დოქტორი, სრული პროფ. ზურაბ ტიტვინიძე.

კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა ჩააბარონ, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანატში, მის: სტუ-ის I სასწავლო კორპუსი. IV სართული. დეკანის მოადგილე თამარ ჭანტურია. ტელ: 233 71 63 ;  599 514819.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით,  ტელ: 6515 (შიდა), 236 41 28

მოგვწერეთ