დასრულებული
ვადა -

კონკურსი აკადემიურ ნაშრომებსა და სოციოლოგიურ კვლევებზე

ა(ა)იპ ,,სოციალურ-კულტურული განვითარების ცენტრი“, სსიპ ,,საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“-ს დაფინანსებით აცხადებს კონკურსს აკადემიურ ნაშრომებსა და სოციოლოგიურ კვლევებზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც პროექტის ორგანიზატორების მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამის ნაშრომს 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით განათავსებს პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.nashromi.ge), რის შემდგომაც იგი ავტომატურად ხდება კონკურსის მონაწილე.

პროექტის ფარგლებში ცხადდება აკადემიური ნაშრომების კონკურსი, სადაც ხუთი საუკეთესო ნაშრომის ავტორები დასაჩუქრდებიან:

• Amazon-ის კომპანიის პლანშეტური კომპიუტერით Kindle-ით;

• მათი ნაშრომების კრებულის გამოცემით და კრებულის საჯარო სივრცეში პრეზენტაციით;

• ორგანიზაცია უზრუნველყოფს აღნიშნული კრებულების გავრცელებას საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

საკონტაქტო პირები:

მარიამ გოგოლაძე 577 15 33 64

იაგო წიტაიშვილი 595 01 09 16

მოგვწერეთ